ჩვენი მეღვინეობა მდებარეობს თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ წინანდალში.
დღეისათვის, ჩვენი მეღვინეობა აერთიანებს ვენახს, ევროპული სტანდარტების შესაბამის საწარმოს, მარანს და ენოთეკას.
2025 წელს დასრულდება ახალი, ტურისტული კომპლექსის მშენებლობა სადაც განთავსებული იქნება სასტუმრო, რესტორანი, საძველე, სადეგუსტაციო სივრცე და საკონფერენციო დარბაზი.
ჩვენს ვენახში, რომელიც 30 წელზე მეტს ითვლის, გაშენებულია ისეთი ქართული ჟიშები როგორიცაა: ქისი, ხიხვი, რქაწითელი, კახური მწვანე და საფერავი. ასევე, წლებია ვთანამშრომლობთ ადგილობრივ მევენახეებთან რომლებიც უმაღლესი ხარისხის ყურძნით უზრუნველყოფენ ჩვენს საწარმოს.
საწარმო აღჭურვილია თანამედროვე, მაღალი ხარისხის, ევროპული წარმოების მანქანა-დანადგარებით და 8000 ტონა ყურძნის გადამუშავების შესაძლებლობა აქვს.
ჩვენს მარანში განთავსებულია როგორც ახალი ასევე რამდენიმე საუკუნოვანი ქვევრები, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოდან. მათი ჯამური მოცულობა კი 150 ტონას შეადგენს.
ენოთეკაში ინახება 8000 ბოთლი ღვინო, ეს უნიკალური კოლექცია მოიცავს „კორპორაცია ქართული ღვინო“-ს დაარსებიდან – დღემდე წარმოებულ სხვადასხვა ღვინის სახეობებს.