მეღვინეობა

ჩვენი მეღვინეობა მდებარეობს თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ წინანდალში.

დღეისათვის, მეღვინეობის ტერიტორიაზე განთავსებულია თანამედროვე, ევროპული სტანდარტების შესაბამისი საწარმო, მარანი და ენოთეკა.  

2023 წელს დასრულდება ახალი, ტურისტული კომპლექსის მშენებლობა სადაც განთავსებული იქნება სასტუმრო, რესტორანი, საძველო, სადეგუსტაციო სივრცე  და საკონფერენციო დარბაზი.  

საწარმოს აღჭურვილია თანამედროვე, მაღალი ხარისხის, ევროპული წარმოების მანქანა-დანადგარებით და 8000 ტონა ყურძნის გადამუშავების შესაძლებლობა აქვს.

ჩვენს მარანში განთავსებულია როგორც ახალი ასევე რამდენიმე საუკუნოვანი ქვევერები, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოდან. მათი ჯამური მოცულობა კი 150 ტონას შეადგენს.

ენოთეკაში ინახება 8000 ბოთლი ღვინო, ეს უნიკალური კოლექცია მოიცავს „კორპორაცია ქართული ღვინო“-ს  დაარსებიდან – დღემდე, წარმოებული სხვადასხვა ღვინის სახეობებს.