„მუკუზანი“ არის წითელი მშრალი, ადგილწარმოშობის კონტროლირებადი ღვინო, რომელიც მზადდება კახეთის რეგიონში, მუკუზნის მევენახეობის მიკროზონაში მოწეული საფერავის ჯიშის ყურძნისგან.
ღვინო მუქი ჟოლოსფერი შეფერილობით, ძლიერ განვითარებული ექსტრაქტითა და სტრუქტურით აუცილებლად მიიპყრობს თქვენს ყურადღებას. სურნელში იგრძნობა მუხის არომატები. დაგემოვნებისას იგრძნობა ყვავილების და ხილის სურნელი, რომელშიც ალუბლის ტონები ჭარბობს.
რეკომენდებულია შემწვარ ხორცთან, ნანადირევთან და ყველთან ერთად. შეიცავს სულფიტებს. ღვინის მირთმევისას, მისი სასურველი
ტემპერატურაა 16-18°C.
ალკოჰოლის შემცველობა: 13%
შეინახეთ: +5°C – +16°C