„როზე“ ვარდისფერი ნახევრადმშრალი ღვინოა, რომელიც მზადდება კახეთის რეგიონში მოწეული საფერავის ჯიშის ყურძნისგან.
ღვინოს მკრთალი ორაგულისფერი შეფერილობა აქვს. ხასიათდება ჟოლოსა და მწიფე ალუბლის არომატებით. დაბოლოებისას შეიგრძნობა ცოცხალი ხილის ტონები. ღვინო რეკომენდებულია რბილ ყველთან და დესერტთან ერთად. შეიცავს სულფიტებს. ღვინის მირთმევისას, მისი სასურველი ტემპერატურაა 12-14°C.
ალკოჰოლის შემცველობა: 13% 12.5%
შაქრის შემცველობა: 4-18 გრ/დმ³
შეინახეთ: +5°C – +16°C