რქაწითელი

“რქაწითელი” არის კახეთის რეგიონში მოწეული “რქაწითელისა” და “მწვანეს” ჯიშის ყურძნებისგან დამზადებული თეთრი მშრალი ღვინო. ღვინო ხასიათდება ღია ჩალისფერი შეფერილობით, სასიამოვნო, კარგად გამოსახული ბუკეტითა და მინდვრის ყვავილების ტონებით. ზომიერი მჟავიანობა და დახვეწილი ჯიშური არომატი ღვინოს ჰარმონიულ გემოს სძენს.  ღვინო რეკომენდებულია თევზისა და ფრინველის კერძებთან, ბოსტნეულის სალათებთან და ყველთან ერთად. შეიცავს სულფიტებს.  ღვინის მირთმევისას, მისი სასურველი ტემპერატურაა 8-10°C. ალკოჰოლის შემცველობა: 12.5% შეინახეთ: +5°C  –  +16°C