ქისი

„ქისი“ არის თეთრი მშრალი მაღალი ხარისხის ღვინო, რომელიც მზადდება კახეთში, წინანდლის მევენახეობის მიკროზონაში, მოწეული უძველესი ყურძნის ჯიშისგან „ქისი“. ღვინო მოყვითალო ჩალისფერია, გამჭვირვალე, ოქროსფერი იერით. არომატი კარგად გამოსახული, ნაზი, სასიამოვნო, ხოლო გემო ჰარმონიული აქვს. ბუკეტი ელეგანტური, სადაც შეიგრძნობა ანანასის, გრეიფრუტის და ყვითელი ნესვის არომატები. ხილის ტონები დაგემოვნებისას ხანგრძლივად გაგყვებათ. ღვინო რეკომენდებულია ზღვის პროდუქტებთან და ყველის ასორტთან ერთად. შეიცავს სულფიტებს. ღვინის მირთმევისას, მისი სასურველი ტემპერატურაა 8-10°C. ალკოჰოლის შემცველობა: 12,5% შეინახეთ: +5°C  –  +16°C