წინანდალი

„წინანდალი“ არის თეთრი მშრალი, ადგილწარმოშობის კონტროლირებადი ღვინო, რომელიც მზადდება კახეთის რეგიონში, წინანდლის მევენახეობის მიკროზონაში, რქაწითელისა და მწვანე კახური ჯიშის ყურძნებისგან. ღვინო ოდნავ მომწვანო, ღია ჩალისფერია, გამოირჩევა ძლიერ განვითარებული ყვავილების სურნელით. დაგემოვნებისას, შეიგრძნობა ტროპიკული ხილის არომატები, გამოირჩევა ცოცხალი მჟავიანობით, დაბოლოებისას მწიფე ატმის არომატით.

ღვინო რეკომენდებულია თევზისა და ფრინველის კერძებთან, ბოსტნეულის სალათებთან და ყველთან ერთად. შეიცავს სულფიტებს.

ღვინის მირთმევისას, მისი სასურველი ტემპერატურაა 8-10°C.

ალკოჰოლის შემცველობა: 13%

შეინახეთ: +5°C – +16°C