ხვანჭკარა

„ხვანჭკარა“ არის წითელი, ნახევრადტკბილი, ადგილწარმოშობის კონტროლირებადი ღვინო, რომელიც მზადდება რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში მოწეული ალექსანდროული და მუჯურეთული ჯიშის ყურძნისაგან. ღვინო გამოირჩევა ოდნავ მუქი ლალისფერი შეფერილობით,  ნაზი, რბილი, სიტკბოთი და მჟავიანობით კარგად დაბალანსებული გემო პიკანტურობას სძენს მას. ღვინო მდიდარია ჟოლოს, მწიფე ქლიავის და ალუბლის ტონებით, რაც საუცხოო და  განუმეორებელი შეხამებაა. 

„ხვანჭკარა“ სადესერტო ღვინოა, რეკომენდებულია ხილის ასორტთან და ტკბილეულთან ერთად. შეიცავს სულფიტებს. 

ღვინის მირთმევისას, მისი სასურველი ტემპერატურაა 10-12°C.

ალკოჰოლის შემცველობა:  11.5%

შაქრის შემცველობა: 25-45გრ/დმ³

შეინახეთ: +5°C  –  +16°C