ქინძმარაული

„ქინძმარაული“ არის წითელი ნახევრადტკბილი, ადგილწარმოშობის კონტროლირებადი ღვინო, რომელიც მზადდება კახეთის რეგიონში, ქინძმარაულის მევენახეობის მიკროზონაში მოწეული საფერავის ჯიშის ყურძნისგან.

„ქინძმარაული“ გამოირჩევა გამჭვირვალე, მწიფე ალუბლის შეფერილობით,  ხილისა და კენკრის გამოხატული სურნელით. სასიამოვნო, ხავერდოვანი ტანინები ქმნის რბილ გემოს და უფრო დაბალანსებულს ხდის ღვინოს, რაც საუცხოო და პიკანტურია.

რეკომენდებულია დესერტებთან, ტკბილეულთან, ხილის ასორტთან, ცხარე საკვებთან და   ყველთან ერთად.

ღვინის მირთმევისას, მისი სასურველი ტემპერატურაა 10-12°C

ალკოჰოლის შემცველობა: 11.5%

შაქრის შემცველობა: 30-50 გრ/დმ³

შეინახეთ: +5°C  –  +16°C