საფერავი

12.30 

„საფერავი“ არის კახეთის რეგიონში მოწეული საფერავის ჯიშის ყურძნისგან დამზადებული წითელი მშრალი სუფრის ღვინო. ალუბლისფერი, ჭიქის გარშემო ოდნავ ღია ძოწის შეფერილობით, საკმაოდ შთამბეჭდავი დასანახია. იგი გამოირჩევა თავისი არომატებით. ბლის და ჟოლოს ტონები დაგემოვნებისას ხანგრძლივად გაგყვებათ.

ღვინო რეკომენდებულია შემწვარ ხორცთან, ცხვრის შემწვარ ნეკნებთან და ყველთან ერთად.

ღვინის მირთმევისას, მისი სასურველი ტემპერატურაა 16-18°C.

ალკოჰოლის შემცველობა: 12.5%

შეინახეთ: +5°C  –  +16°C

 

You will also be interested in ...