საფერავი კარბონული მაცერაციით

Original price was: 65.00 ₾.Current price is: 50.00 ₾.

“საფერავი კარბონული მაცერაციით” არის კახეთის რეგიონში მოწეული საფერავის ჯიშის ყურძნისგან დამზადებული წითელი, მშრალი, ღვინო. ყურძენის გადამუშავება ხდებოდა ფრანგული ტექნოლოგიის გათვალისწინებით, რომელიც ითვალლისწინებს ყურძნის დაუზიანებელ დამარცვლას და მოთავსებას უჟანგავ ავზებში, ტემპერატურის კონტროლის დაცვით და მცირე რაოდენობით გადამუშავებული საფერავის ყურძნის დამატებას, რომელიც ხელს უწყობს ფერმენტაციის პროცესის დაწყებას.

ღვინო გამოირჩევა მუქი ბროწეულისფერი ინტესიური შეფერილობით, არის საკმაოდ სხეულლიანი და არომატებში ცოცხალი კენკროვანი ხილის არომატითაა მდიდარი, დაგემოვნებისას კი ხილის არომატები ხანგრძლივად რჩება.

ღვინო რეკომენდებულია შემწვარ ხორცთან, ცხვრის შემწვარ ნეკნებთან და ყველთან ერთად.

ღვინის მირთმევისას, მისი სასურველი ტემპერატურაა 16-18°C.

ალკოჰოლის შემცველობა: 14%

შეინახეთ: +5°C  –  +16°C